კომპანია

ს.ს. “გლობალ ერთი” გახლავთ სატელეკომუნიკაციო კომპანია, რომელიც თავისი საქმიანობის 23 წელიწადს ითვლის. ამ წლების განმავლობაში ჩვენი კომპანიის საიმედო პარტნიორად იქცა არა ერთი სახელმწიფო და კომერციული დაწესებულება და ორგანიზაცია კერძოდ: სახელმწიფო აუდიტის სამსახური, ქ. თბილისის საკრებულოს აპარატი, გარემოს ეროვნული სააგენტო, მუნიციპალური განვითარების ფონდი, სასტუმრო მარიოტი, ფილიპ მორისი, თი-ბი-სი ბანკი, საქართველოს ბანკი და ა.შ.

ჩვენმა კომპანიამ აგრეთვე შეიძინა არაერთი უცხოელი პარტნიორი, მათ შორის წამყვანი სატელეკომუნიკაციო კომპანიები, როგორებიც არიან “როსტელეკომი”, “ტატა კომუნიკეიშნზ”, “ლანსკ ტელეკომი”, “ესერ ტელეკომი”, “სინტერა”, რომლებთანაც მჭიდრო და ჰარმონიული თანამშრომლობა იქცა როგორც მომსახურების მოცულობის მნიშვნელოვანი ზრდის, ასევე ტექნიკური გადაიარაღებისა და სრულყოფის წინაპირობად.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ”გლობალ ერთის” მიერ განხორციელებული არაერთი მსხვილი პროექტი, იქცა როგორც დიდი გამოცდილების მიღების, ასევე თავის კლიენტებთან მყარი თანამშრომლობის ჩამოყალიბების წინაპირობად.

ს.ს. “გლობალ ერთი” სწრაფად რეაგირებს თავისი მომხმარებლის მოთხოვნებზე. ინდივიდუალური მიდგომა და დავალიანების გადახდის მოქნილი სისტემა არის ფუნდამენტი ჩვენი საქმიანობის. ჩვენი თანამშრომლების დიდი გამოცდილება საშუალებას გვაძლევს შევარჩიოთ ოპტიმალური ტექნიკური გადაწყვეტილება.

ბუნებრივია, ყოველივე აღნიშნული მიმართულია კლიენტისათვის მაქსიმალურად ხელსაყრელი სამუშაო პირობების შექმნისა და თავისი საქმიანობის წარმატებულად წარმართვისაკენ.

გლობალ ერთი ფლობს მომსახურების პაკეტს, რომელიც გათვლილია ფართო მომხმარებელზე – კერძო პირებიდან დაწყებული, უმსხვილესი კომპანიებითა და ბანკებით დამთავრებული. გლობალ ერთიში შემუშავებულია ინდივიდუალური მიდგომის სტრატეგია ყველა კლიენტთან.

ბარამბო
ნიკორა
ფილიპ მორის საქართველო
ბრიტიშ ამერიქან თობაქო ჯორჯია
ყატარის ავიახაზები
ჯორჯიან ეარვეისი
უკრაინის ავიახაზები
Socar Energy Georgia
ლუკოილი ჯორჯია
სახეკმწიფო აუდიტის სამსახური
PIXEL CENTER
საქართბელოს ბანკი
ბანკი ქართუ
ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია
ორიფლეიმ ჯორჯია
გარემოს ეროვნული სააგენტო
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი